Home » სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (123), ფოტოს ავრცელებს, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, მამაკაცის სასქესო ორგანოს მქონე ქალის ქანდაკების ფონზე ჩანან. სინამდვილეში, ფოტო რედაქტირებულია.

ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით, ფოტოს ორიგინალი ვერსია ვიპოვეთ, რომელიც 2023 წლის 3 თებერვალსაა გადაღებული, როდესაც ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს კიევში, ევროკავშირი-უკრაინის სამიტის ფარგლებში უმასპინძლა. ნამდვილ ფოტოში ჩანს, რომ ფონზე ევროკავშირისა და უკრაინის დროშებია გამოსახული.  

რაც შეეხება ქანდაკებას, ის მართლაც არსებობს და ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში მდებარეობს. ქანდაკება, სახელწოდებით „And Life is Over There“ (ცხოვრება იქ არის) 2017 წელს ჰოლანდიელმა ხელოვანმა Femmy Otten-მა შექმნა. სკულპტურა კლასიკურ ბერძნულ ქანდაკებებთან ასოცირდება და განასახიერებს როგორც მამაკაცს, ისე ქალს.

ამგვარად, ფოტოსურათი რედაქტირებულია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge