Home » სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ აქციიდან რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
geofacts.ge გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ აქციიდან რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელ Facebook-ზე მომხმარებელმა აქციის რედაქტირებული ფოტო გამოაქვეყნა.  ფოტოზე, რომელზეც “მთავარი არხის” ლოგოა დატანილი, ვხედავთ წარწერას „ჩიტებს ფრენა არ ავიშყდებათ!“ (იხილეთ დაარქივებული ფოტო)

 სინამდვილეში, ფოტო რედაქტირებულია და ის საპროტესტო აქციის მონაწილეების დისკრედიტაციის ისახავს მიზნად.

ორიგინალი ფოტო „მთავარ არხის“ ფეისბუქზე 10 ივნისს გამოქვეყნდა. ფოტოზე ჩანს წარწერა „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“.

ცნობისთვის, 10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძემ მისი საქმის მორიგი სხდომის მიმდინარეობისას, დაწერა ფრაზა „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ. ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე“. შესაბამისად, აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე დაწერილი ეს ფრაზა, სასამართლო პროცესს უკავშირდება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge