Facebook და Instagram გვერდები (1; 2), ასევე TikTok-ანგარიშები (1; 2; 3) ჟურნალისტის, ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეოს ავრცელებენ შემდეგი აღწერით: „ფორმულას ჟურნალისტს პორნო ჩაერთო“. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია.
ვიდეოს ნაწყვეტი YouTube არხიდან, სახელად Tablo Media-დან არის აღებული. ორიგინალი ვიდეო 2025 წლის 10 ივნისს გამოქვეყნდა. სოციალურ ქსელში მანიპულაციურად გავრცელებული მონაკვეთი სრულ ვერსიაში 5:48-წუთიდან იწყება. ჩანს, რომ ტაბლიაშვილის ტელეფონში მართლაც ჩაირთო გარკვეული ხმა, მისი გარჩევადობა რთულია. რედაქტირებულ ნაწყვეტში ხმის ხანგრძლივობა გაზრდილია და თან დამატებულია პორნოგრაფიული მასალისთვის დამახასიათებელი აუდიო მასალა, რაც ორიგინალ ვიდეოში არ არის. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია.