სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის B-2 Spirit-ის ფოტო ვრცელდება, რომელიც ჩამოვარდა და ნამსხვრევებად იქცა. რეალურად, ფოტო ნამდვილი არ არის და ის ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.
იმ ფაქტს, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული, სხვადასხვა დეტალი ადასტურებს. მაგალითად, თვითმფრინავთან ახლოს მყოფი ერთ-ერთი პიროვნება ფონთან შერწყმულია. ამასთან, თვითმფრინავის ირგვლივ მყოფი ადამიანები არაბუნებრივი პოზით უბრალოდ დგანან და არაფერს აკეთებენ. ამავდროულად, არცერთ გამოსახულ პიროვნებას სახე არ უჩანს. რაც შეეხება თვითმფრინავს, მისი ცხვირის და მარჯვენა ფრთის დამაკავშირებელი მონაკვეთი და მარცხენა ფრთა არაბუნებრივად, აფეთქებისგან მიღებულ დაზიანებასთან შეუსაბამოდ დეფორმირებულია. თვითმფრინავის ზედა ნაწილი თითქმის დაუზიანებელია, ხოლო ნამსხვრევები საკმაოდ თანაბრადაა განაწილებული, რაც ბუნებრივი აფეთქების/შეჯახების შედეგს არ ჰგავს. ასევე, ნამსხვრევები არ ჰგავს B-2 Spirit-ის ნაწილებს.
ინტერნეტში არსებული სხვადასხვა ვებგვერდები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოებს ამოწმებენ, (AIorNot; wasitAI.com) ასევე აღნიშნავენ, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს შეიცავს.