გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ჯორჯ სოროსის ფოტოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელზეც დატანილია ციტატა: „ომი, დიდი ხანია აღარ არის ცალკეული ქვეყნის დაპყრობის საშუალება. ამ დროისათვის, საკმარისია ქვეყანაში მოინახოს, ან აღიზარდოს გამყიდველთა გროვა, რომლებიც „დემოკრატიისათვის“ ბრძოლის მოწოდებით და შედარებით მცირე ფულად დადებენ ამ ქვეყანას შენს ფეხებთან-ჯორჯ სოროსი“. რეალურად, გავრცელებული ციტატა ყალბია და მისი ნამდვილობა საჯარო წყაროებით არ დასტურდება.

ღია წყაროებში არ არსებობს ვიდეო, აუდიოჩანაწერი ან წერილობითი მასალა, რომელიც განცხადების ნამდვილობას და სოროსის ავტორობას დაადასტურებდა. საგულისხმოა, რომ გავრცელებულ ფოტომასალაზე გამავრცელებელი ორგანიზაციის, მედიის ლოგო ან დასახელება მითითებული არ არის.

ჯორჯ სოროსი უნგრული წარმოშობის ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი, ინვესტორი და ფილანთროპია. Forbes-ის თანახმად, იგი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანების სიაში 480-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 2025 წლისთვის 7.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.  1984 წელს სწორედ სოროსმა  „ღია საზოგადოების ფონდი“ შექმნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში[1], განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და სამართლიანობაზე სამუშაოდ.

ჯორჯ სოროსი არაერთხელ ყოფილა დეზინფორმაციის სამიზნე და მის შესახებ ყალბი ამბები წარსულშიც გავრცელებულა. მაგალითისთვის, იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატიები (12; 3).

 

 

 

 

[1]  „ღია საზოგადოების ფონდი“ საქართველოში 2024 წლიდან სრულად ადგილობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და გლობალური ღია საზოგადოების ფონდების, ანუ ე.წ. სოროსის ფონდის, ნაწილს აღარ წარმოადგენს

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge