გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიას AI გენერირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1, 2) ჟურნალისტ ვახო სანაიას ფოტოს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული).  მიმდინარე წლის 9 ივლისს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარის სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 4:0  დაამარცხა. ვახო სანაიას ფოტო Facebook-ანგარიშებმა სწორედ აღნიშნული მატჩის შემდეგ გამოაქვეყნეს, თითქოს ჟურნალისტი მადრიდის „რეალს“ გულშემატკივრობდა, მაშინ, როცა ფრანგულ გუნდში ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. რეალურად, ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული და სინამდვილეს არ ასახავს.

ფოტო, რომ AI-ის მიერ არის გენერირებული, მიუთითებს არაბუნებრივად  გლუვი კანი, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოებისთვის არის დამახასიათებელი.  დამატებით, ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყო Hive Moderation-ის მიხედვით, ფოტო 99.9%-იანი სიზუსტით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის ან დიფფეიქის კვალს (იხილეთ ფოტო).

აღსანიშნავია, რომ  სანაიას ამ მატჩთან დაკავშირებით პოსტი არ გამოუქვეყნებია (1, 2). მის ანგარიშებზე არც აღნიშნული ფოტო იძებნება. ამავდროულად, მის საჯარო პოსტებიდან არ ჩანს, რომ მადრიდის „რეალის“ მხარდამჭერია.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის შექმნილი და რეალობას არ შეესაბამება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge