გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ცხოველების ფიტულებისა და რქების ფონზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციის წევრების: თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილისა და ლევან სანიკიძის შეხვედრაა ასახული გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის წევრ სტივენ გეთინსთან. სინამდვილეში, ფოტო რედაქტირებულია და, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა დამუშავებული.

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ ანგარიშზე 11 ივლისს გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმადაც, „დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის წევრები: თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე თემთა პალატის წევრებს, ბლერ მაკდუგალს, სტივენ გეთინსა და საქართველოზე პატიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ, მარკ პრიჩარდს შეხვდნენ“.  პოსტს თან ახლავს რამდენიმე ფოტო, რომელზეც ასახულია ენმ-ის დელეგატების შეხვედრები. ერთ-ერთი ასეთი ფოტო მათ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრ სტივენ გეთინსთანაც გადაიღეს.

სოციალური ქსელის ანგარიშმა კი აღნიშნული რეალური ფოტო სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რედაქტირებული სახით გაავრცელა. ამაზე მიუთითებს რამდენიმე დეტალიც. მაგალითად, ცხოველების რქების ფონზე დელეგატები არაბუნებრივად არიან ჩასმულნი და კონტურები მათსა და ფონს შორის თითქმის არარსებულია. არაბუნებრივადაა მოჭრილი პოლიტიკოსების ყურებიც, ზოგიერთ მათგანს ყური თმასთან აქვს შეზრდილი, ზოგს კი – ცხოველების რქებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ რეალურ ფოტოში დელეგატების ხელები სრულად არ ჩანს, რედაქტირებულში კი დამატებულია. შედეგად კი, თინა ბოკუჩავას უცნაურად დაწვრილებული ხელი უჩანს, ხოლო პეტრე ცისკარიშვილის თითები ერთმანეთს უცნაურად ერწყმის. ფორმა აქვს შეცვლილი თინა ბოკუჩავასა და ლევან სანიკიძის თმებსაც, რამდენადაც ისინი უცნაურ ადგილას წყდება და რეალური ფოტოსგან განსხვავებულ სურათს იძლევა. მთლიანობაში კი ფოტოს ხარისხიც მიუთითებს, რომ იგი კომპიუტერულადაა დამუშავებული და დეტალები ბუნდოვანია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge