გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები გიორგი გახარიას რედაქტირებულ პოსტს კოორდინირებულად ავრცელებენ

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1, 2), მათ შორის „მიხეილ მზეთუნახავი“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, კოორდინირებულად ავრცელებენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას რედაქტირებული პოსტის ფოტოანაბეჭდს (დაარქივებული ბმული). ფოტოზე, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ „ოსამა გახარია“,  დატანილია წარწერა: „გახარია ინგა გრიგოლიასთან 22:20, 17 ივლისი“. რეალურად, პოსტი რედაქტირებულია და მასში წარმოდგენილ ფოტოზე გიორგი  გახარიასა და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას სახეები ჩასმული.

გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“ გუშინ, 17 ივლისს იმყოფებოდა. გადაცემამდე რამდენიმე საათით ადრე გახარიამ Facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გადაცემაში  სტუმრობა დააანონსა. Facebook-ანგარიშებმა სწორედ აღნიშნული პოსტის რედაქტირებული ვერსია გაავრცელეს.

რედაქტირებულ ვერსიაში გიორგი გახარიასა და ინგა გრიგოლიას სახეები ალ-კაიდას ლიდერ ოსამა ბინ ლადენისა და ამერიკელი ჟურნალისტის პიტერ ბერგენის 1997 წლის ცნობილ ფოტოშია ჩასმული.

წყარო: SPYSCAPE

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ საქართველო რამდენიმე კვირის წინ დატოვა და ამჟამად ევროპაში იმყოფება, სადაც ევროპელ პოლიტიკოსებს ხვდება. მან 15 ივლისს, პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის მინისტერიალის ფარგლებში  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, რადოსლავ სიკორსკის ხვდებოდა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge