სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს, რომელშიც გამოტანილია ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის სავარაუდო ციტატა: „მსოფლიო სვამს კითხვას – რატომ უყვარს ხალხს ჩინეთი? ჩვენი პასუხია: იმიტომ, რომ მათ ბომბები კი არა, ქარხნები და სკოლები გავუგზავნეთ. მათ განვითარებისთვის გავუწოდეთ ხელი და არა რაკეტები თავზე”. სინამდვილეში, ციტატა ყალბია და მის ნამდვილობას არც ერთი სანდო წყარო არ ადასტურებს.
ჩინეთის პრეზიდენტის მსგავსი ციტატა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ იძებნება. ციტატა, რომელსაც სი ძინპინს მიაწერენ, სოციალურ ქსელებში თავდაპირველად 15 ივლისს გაავრცელა ანტი-დასავლურმა X-ანგარიშმა China in English. მალევე ციტატა სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა ვირუსულად (1, 2, 3, 4). არც ერთ მათგანში წყარო მითითებული არ არის.
ამის საპირისპიროდ კი, ჩინეთის პრეზიდენტის მსგავსი ციტატა არ გვხვდება ჩინეთის მთავრობასთან აფილირებულ მედია-საშუალებებში (Xinhua News Agency, People’s Daily, CGTN). ამდენად, გავრცელებული ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.