გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: რუსეთმა თურქეთსა და საბერძნეთს ხანძრის ჩასაქრობად დახმარება გაუგზავნა

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (123), წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთსა და საბერძნეთს ხანძრის ჩასაქრობად სამაშველო ბრიგადები გაუგზავნა. სინამდვილეში, ინფორმაცია ტყუილია.

2025 წლის 26 ივლისიდან საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. ხანძარია კუნძულებზე – ევიასა და კითერაზე. ტყის ხანძარს ებრძვიან თურქეთშიც, სადაც 25 ივლისს ხანძარი გაჩნდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რის გამოც მთავრობამ ორი პროვინცია – იზმირი და ბილეჩიკი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა, ხანძარი იყო ასევე ანტალიის პროვინციაში.

2025 წლის 30 ივლისის მონაცემებით, არც რუსულ და არც დასავლურ მედიაში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა საბერძნეთსა და თურქეთს ხანძრის ჩასაქრობად დახმარება გაუგზავნა, არ იძებნება. შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება არ დასტურდება.

 

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge