გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული), აღწერით: „პაციენტი 24/7-ზე ზის პორნოზე“. ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში ისმის პორნოგრაფიული მასალისთვის დამახასიათებელი აუდიო მასალა. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია.

გავრცელებული მონაკვეთი YouTube-არხზე  „Tablo Media“  2025 წლის 16 ივლისს გამოქვეყნდა. სოციალურ ქსელში მანიპულაციურად გავრცელებული მონაკვეთი სრულ ვერსიაში 22:43-წუთიდან იწყება. რედაქტირებულ ნაწყვეტში  პორნოგრაფიული მასალისთვის დამახასიათებელი აუდიო მასალაა დამატებული. თუმცა ორიგინალ ვერსიაში ტელეფონიდან არანაირი ხმა არ ისმის.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია.

ცნობისთვის, რედაქტირებული ვიდეო იმავე მტკიცებით, რომ ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილს პირდაპირ ეთერში პორნოგრაფიული მასალა ჩაერთო, წარსულშიც გავრცელდა (იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია).

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge