გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალური ქსელის ტრამპი-პუტინის ალასკაზე შეხვედრის კონტექსტში ყალბი შინაარსის პოსტები გავრცელდა

სოციალურ ქსელში 16 აგვისტოს Facebook-მომხმარებელმა პოლიტიკოსების  ყალბი ციტატები გამოქვეყნა.

16 აგვისტოს, ალასკის ქალაქ ანკოჯაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სამი-სამზე ფორმატში შეხვედრა გაიმართა. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტებიც ამ მოვლენის გარშემო შეიქმნა.

ერთ-ერთ პოსტში მოცემულია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტის ეკრანის ანაბეჭდი, რომელშიც აღნიშნულია: „პუტინთან სალაპარაკოდ ის უნდა დაჯდეს, ვისაც ქუჩური ბაზარი და აკადემიური ტონით არისტოკრატიულად საუბარიც ერთნაირად შეუძლია, ანუ მე. ვინც ამას ვერ იაზრებთ, ***ები ხართ სუყველა“.

იდენტური ეკრანის ანაბეჭდი გამოაქვეყნეს Facebook-ის სხვა მომხმარებლებმაც (ბმული 1, 2).

სინამდვილეში, აღნიშნული ციტატა გაყალბებულია და თამარ ჩერგოლეიშვილს ამ შინაარსის პოსტი არ გამოუქვეყნებია. კერძოდ პოსტი არ იძებნება მის Facebook-ანგარიშზე.

მეტიც, პოლიტიკოსმა მისი სახელით გაყალბებულ ციტატას პოსტი მიუძღვნა, სადაც აღნიშნა, რომ გავრცელებული ეკრანის ანაბეჭდი ყალბია (იხ. ფოტო).

 

კიდევ ერთი პოსტზე, რომელიც Facebook-მომხმარებელმა დავით ახრახაძემ გამოქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო და ციტატაა დატანილი: „იმედი მაქვს, დღევანდელი ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ მე არ წამკუზავენ“.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ბარათი, რომელზეც „მთავარი არხის“ ლოგოა დატანილი,  ვიზუალურადაც მიმსგავსებულია „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული ბარათების დიზაინთან.

სინამდვილეში, უკრაინის პრეზიდენტს მსგავსი ციტატა, უცენზურო შინაარსით, არ გაუჟღერებია. ის არ გვხვდება არცერთ საძიებო სისტემაში და არ გამოქვეყნებულა ვოლოდიმირ ზელენსკის X ანგარიშზე.

ამასთანავე, მთავარ არხის Facebook-გვერდზე 15 და 16 აგვისტოს გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათებში, აღნიშნულ საინფორმაციო ციტატას არ ვხვდებით.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge