სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში მამუკა მდინარაძის, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, რომელიც ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე წარადგინა, სიმღერის კადრებს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). გავრცელებულ ვიდეოში ყვირილის ხმა ისმის და სიმღერის ტექსტიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაზის გარჩევაა შესაძლებელი. „ეს უდღეური, როგორი მომღერალიცაა ისეთივე სუს-ის დირექტორი“, – წერს Facebook-ანგარიში.
სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია. ვიდეოს რეალურ ვერსიაში მამუკა მდინარაძე სიმღერას „მოვა მაისი“ ასრულებს.
ვიდეოს რედაქტირებულ ვერსიაში „ჯორჯიან თაიმსის“ Facebook-გვერდზე 2023 წლის 11 მაისს გამოქვეყნებული ვიდეოა გამოყენებული. რეალურ კადრებში მდინარაძე ჯანსუღ კახიძის სიმღერას „მოვა მაისი“ ასრულებს. ვიდეოში ასევე მუსიკოსი გია ბაღაშვილი ჩანს, რომელიც როიალზე უკრავს. სიმღერის კადრები 2023 წელს არა ერთი მედიის გვერდზე გამოქვეყნდა (1, 2, 3).
ამდენად, გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და მასში აუდიო მასალა მთლიანად შეცვლილია.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. აღნიშნულ პოსტზე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.