გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

ანონიმურად მოქმედი ანტიპოზიციური გვერდი „ნაცებს რა“ რილსს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში  წარმოდგენილ ფოტოზე პროევროპულ აქციებზე დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრებს ხატია წერეთლის ფოტოები უჭირავთ. Facebook-ანგარიში წერს: „თავისუფლება სინდისის პატიმარ ხატია წერეთელსა და ჩენ ლიანგის!”.

სინამდვილეში, გავრცელებული მასალა რედაქტირებულია. რეალურ კადრში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან გამართულ პროტესტზეა გადაღებული, დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრებს მოსამართლეების  ფოტოები უჭირავთ.

მიმდინარე წლის 3 მაისს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პროევროპულ აქციებზე დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  მონაწილეებს ხელში  დაკავებული პირებისა და მოსამართლეების გადახაზული ფოტოები ეჭირათ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ამ დროს 34-ე რიგგარეშე კონფერენცია იმართებოდა, რომელსაც ის  მოსამართლეები ესწრებოდნენ, რომლებმაც აქტივისტებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.  აქციიდან ფოტოები „რადიო თავისუფლების“ Facebook-გვერდზეა ხელმისაწვდომი (დაარქივებული ბმული).

 

 

ამდენად, გავრცელებულ რილსში წარმოდგენილი ფოტო რედაქტირებულია.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 27 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად,  პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით, 12 ქალი, მათ შორის, მომღერალი ირმა კურტანიძე (საზოგადოება მას ხატია წერეთლის ფსევდონიმით იცნობს) დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ჩინეთის მოქალაქეებიც.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge