სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ავრცელებენ პოსტს (1, 2, 3) (დაარქივებული ბმულები 1, 2), რომელზეც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ფოტო და ციტატაა ასახული: „ჩემი დაჭერის შემთხვევაში გასაჯაროვდება ისეთი ვიდეო-მასალა, რომ 2012 წლის კადრები, სანატრელი გაგიხდებათ“. სინამდვილეში, ციტატა ყალბია და ირაკლი ღარიბაშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
რეალურად, ირაკლი ღარიბაშვილის ციტატა ყალბია. იგი არ გავრცელებულა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში. მსგავსი განცხადება ირაკლი ღარიბაშვილს არ გაუვრცელებია არც ოფიციალურ Facebook-გვერდზე და არც პირად Facebook და X-ანგარიშებზე.
ყალბი ციტატის პირველწყარო TikTok-ანგარიშია (georgiandream.4141), რომელიც ხშირად აქვეყნებს ცნობადი სახეების ყალბ ციტატებს.
ამრიგად, ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.