გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოს საპროტესტო აქციას მიაწერენ

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც უცენზურო ჟესტიკულაციას აკეთებს და მხრებზე ევროკავშირის დროშა აქვს შემოხვეული. ფოტო შემდეგი აღწერით ვრცელდება: „ერთ-ერთი სინდისის პატიმრის საცოლე პარლამენტთან ერთგულების ფიცს დებს“. სინამდვილეში, ფოტო ნამდვილი არ არის. ის ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.

იმ ფაქტს, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი, რამდენიმე დეტალი ადასტურებს. მაგალითად, ევროკავშირის დროშის ვარსკვლავები არასწორადაა განლაგებული. ვარსკვლავები ევროკავშირის დროშაზე ცენტრშია განლაგებული, ხოლო ფოტოზე – დროშის კიდეებში. ამასთან, უკანა ფონზე მყოფი ქალის თვალები და მამაკაცის ხელი არაბუნებრივად გამოიყურება.

გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს Hive Moderation-ის მიხედვით, ფოტო 99.9%-იანი ალბათობით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის ან Deepfake-ის კვალს.

ამგვარად, გავრცელებული ფოტოსურათი ნამდვილი არ არის. ის ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge