გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ფოტოზე ბრიუსელის პოლიციის კომისარი ჩანს

ანონიმური Facebook-გვერდი „უკვე ევროპაში ვართ“, რომლის გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ჯეოფაქტს“ აქამდეც დაუწერია,  ფოტოს აქვეყნებს აღწერით: „პოლიციის კომისარი ვარდის ფერებში როა ეგაა“ (დაარქივებული ბმული).

რეალურად, პირი, რომელიც ფოტოზე ჩანს ბრიუსელის ფედერალური პოლიციის მთავარი კომისარი არ არის. აღნიშნული დეზინფორმაციის პირველწყაროს რუსულენოვანი გამოცემები წარმოადგენენ.

მტკიცება, რომ ფოტოზე გამოსახული პიროვნება ბრიუსელის პოლიციის კომისარია, ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა. ფოტო  აქტიურად რუსულ პლატფორმებზე ვრცელდებოდა. რუსული ონლაინ გამოცემების  ვებგვერდებზე წერდნენ, რომ ფოტოზე გამოსახული პირი, ღიად გეი ალან ვანდერპუტია. ამ გვერდებზე წარმოდგენილი იყო პირის სხვა ფოტოებიც.

რეალურად, 2012-2018 წლებში ბელგიის ფედერალური პოლიციის მთავარი კომისარი კატრინ დე ბოლი იყო (იხილეთ ფოტოები).

წყარო: europol.europa.eu.                                                                              წყარო: westpoint.edu

2018 წლიდან დღემდე კი ამ თანამდებობას მარკ დე მესმეკერი იკავებს (იხილეთ ფოტოები).

წყარო: brusselstimes.com                                                                      წყარო: standaard.be

 

ფოტოების შედარებისას, დგინდება, რომ არც ერთ მათგანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე არ ჩანს. მეტიც, სახელი-გვარი ალან ვანდერპუტი და გავრცელებული ფოტო  მხოლოდ ზემოთ  აღნიშნულ რუსულ გვერდებზე იძებნება.

ამდენად, არ დასტურდება, რომ გავრცელებულ ფოტოზე ბელგიის ფედერალური პოლიციის მთავარი კომისარი ჩანს.

 

 

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge