გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში “ტაბულას“ რედაქტირებული ქარდი ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ ქარდს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული), რომელზეც ვკითხულობთ: „10 ოქტომბერს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე პაციენტების აქცია გაიმართება“. პოსტის ავტორი წერს: „ახლა ესენი გამოხსენი წვეთოვნის შლანგებში რომ აიბურდებიან“. რეალურად, ქარდი რედაქტირებულია, ტაბულას მიერ გამოქვეყნებულ ორიგინალ ბარათზე არა პაციენტების, არამედ ექიმების მარშის შესახებაა ინფორმაცია დატანილი.

ფოტო, რომელსაც Facebook-ანგარიში აქვეყნებს გამოცემა „ტაბულამ“ 10 ოქტომბერს გამოაქვეყნა. რეალურად, ქარდზე დატანილია ინფორმაცია ექიმების მარშთან დაკავშირებით: „10 ოქტომბერს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ექიმების აქცია გაიმართება“ (იხილეთ ფოტო).

ცნობისთვის, ექიმების მარში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც შსს-მ 4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით,  ექიმი გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილი დააკავა. მას პროკურატურა 4 ოქტომბრის აქციაზე „სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას“ და „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას“ ედავებოდა. 10 ოქტომბერს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა  პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებულ ექიმს გირაოს სახით 20 000 ლარი შეუფარდა. გირაოს გადახდის შემდეგ ექიმმა საპატიმრო დატოვა.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge