სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი „ირაკლი ჯანყარაშვილი“, რომლის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ჯეოფაქტს“ აქამდეც დაუწერია, ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). “ალ ჯაზირას“ ლონდონის სტუდიაში საინფორმაციო გამოშვების დროს, კამერაში მოულოდნელად ვირთხა გამოჩნდა. ინტერნეტმომხმარებლებმა ივარაუდეს, რომ ეს ხუმრობა ან ტყუილი იყო, თუმცა გროკმა დაადასტურა, რომ ინციდენტი რეალურია“,-წერს Facebook-ანგარიში.
რეალურად, გავრცელებული ვიდეო, რომელშიც „Al Jazeera“-ს ეთერში საინფორმაციო სტუდიის მაგიდაზე ვირთხა გადაირბენს, რეალური არ არის. ვიდეო ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის შექმნილი.
პირველ რიგში, ვიდეოში შეუსაბამობები შეინიშნება. მაგალითად, მას შემდეგ რაც წამყვანი შიშისგან ხტება, სკამი ბრუნდება. რამდენიმე წამში კი წამყვანი შებრუნებულ სკამზე ჯდება. ასეთი შეუსაბამობები, როგორც წესი, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიდეოებში გვხვდება.
ასევე, 10 ოქტომბერს, „Al Jazeera“-ს პროდიუსერი და საინფორმაციო რედაქტორი, საად აბედინის, X ანგარიშზე ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. პოსტში მან აღნიშნა, რომ წამყვანი, რომელიც ვიდეოში ჩანს, ტელევიზიაში არ მუშაობს. აგრეთვე, პოსტის მიხედვით, სკამი და გადასაღები მოედანი „Al Jazeera“-ს არ ეკუთვნის.
მართლაც, ჟურნალისტი, რომელიც ვიდეოში ჩანს, „Al Jazeera“-ს წამყვანების სიაში არ გვხვდება. ამავდროულად, განსხვავებულია საინფორმაციო გამოშვების სტუდიის დეკორაციაც.
წყარო: aljazeera.com/live
წყარო: Al Jazeera English
ამდენად, გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.