გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Davit Tordia, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული): „მოდი ფაქტებით განვსაჯოთ: 4 ოქტომბერს 15 დაშავებული პოლიციელია და არც ერთი დაშავებული თავდამსხმელი. ეს რაზე მეტყველებს?“. სინამდვილეში, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს დაშავებულთა შორის იყვნენ როგორც პოლიციელები, ისე პროტესტის მონაწილეები.

2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, ორგანიზატორების მტკიცებით, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“. მოქალაქეები თავდაპირველად თბილისში, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მათი ნაწილი ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გადავიდა. ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ჯებირის გარღვევას, მოქალაქეებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად საპროტესტო აქციის 6 მონაწილე, ხოლო 21 სამართალდამცავი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამავდროულად, მათივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახამრება 30-მდე პირს ადგილზევე გაუწიეს. აქციაზე დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდათ, ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საკმაოდ მძიმე იყო.

ამრიგად, მტკიცება, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების დროს მხოლოდ პოლიციელები დაშავდნენ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არ დასტურდება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge