სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ ვიდეოს (1, 2) (დაარქივებული ბმული), რომელშიც რუსულენოვანი სასულიერო პირი აცხადებს: „აფხაზეთი ის მიწაა, სადაც ჩვენ ღმერთსა და ხალხს ვემსახურებით. პოლიტიკური საზღვრები მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, მაგრამ ეკლესიისთვის ერებს შორის მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია… დიახ, აფხაზეთი საქართველოა. ეს ერთი წმინდა მიწაა და ხალხმა მშვიდობიანად უნდა იცხოვროს… ილოცეთ მშვიდობისა და ერთიანობისთვის“. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე შესამჩნევია წყაროს ნიშანი (Watermark), რომლითაც ვიდეო იქნა გენერირებული. ჩანს, რომ ვიდეო აპლიკაცია Sora-ს მიერაა შექმნილი. ეს უკანასკნელი OpenAI-ს (ხელოვნური ინტელექტის ამერიკული ორგანიზაცია) მიერ შექმნილი აპლიკაციაა. აპლიკაციას როგორც ტექსტის ასევე, ფოტოსურათის გამოყენებით შეუძლია რეალისტური ვიდეომასალების შექმნა. ამრიგად, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და არ შეესაბამება სიმართლეს.







