სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 300 ათასმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ბრძოლის ველზე იარაღი დაყარა. სინამდვილეში, მსგავსი ინფორმაცია არ დასტურდება (არქივირებული ბმული).

Facebook მომხმარებელი პოსტში წერს, რომ „გავრცელდა ინფორმაცია“, თუმცა არ უთითებს მედიას ან რაიმე წყაროს, სადაც აღნიშნული ინფორმაცია იქნებოდა გამოქვეყნებული.
გარდა ამისა, არც უცხოენოვან და არც რუსული მედიასაშუალებების ვებგვერდებზე მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არ იძებნება.
ამგვარად, გავრცელებული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.







