გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ოთარ ფარცხალაძის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები პოსტს ავრცელებენ, რომელზეც ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ფოტო და ციტატაა დატანილი: „ღარიბაშვილს დაჭერის შემთხვევაში, 10 წუთში ჩამოვშლი ქართულ ოცნებას, ერთი ვიდეო ჩანაწერით”. სინამდვილეში, ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება (1; 2; არქივირებული ბმული).

გავრცელებული ციტატა ქართული მედიასაშუალებების ვებგვერდებზე არ იძებნება. (პუბლიკა; რადიო თავისუფლება; იმედი; რუსთავი 2). ღია წყაროებში არ გვხვდება ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძემ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მსგავსი კომენტარი გააკეთა.

ამგვარად, გავრცელებული ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.

ცნობისთვის, 2025 წლის 17 ოქტომბერს, პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის, საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები განხორციელდა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge