გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „კედლის მიღმა“ ფოტოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). ფოტოზე ჩანს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც  არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ხელზე ემთხვევა. რეალურად, ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული და მითითების გარეშე ის შეცდომაში შემყვანია.

ფოტო, რომ AI-ის მიერ არის გენერირებული, მიუთითებს არაბუნებრივად  გლუვი კანი, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოებისთვის არის დამახასიათებელი.    ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს Undetectable.ai-ის მიხედვით, ფოტო 79%-იანი ალბათობით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის კვალს.

ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს 19 სექტემბერს შეხვდა. შეხვედრაზე გადაღებული ფოტოები „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზეა ხელმისაწვდომი. Facebook-გვერდის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომლის რედაქტირებული ვერსიაც ვრცელდება, სწორედ ამ პოსტიდან არის აღებული.

19 სექტემბრის შეხვედრის კადრები ასევე ხელმისაწვდომია ტელეკომპანია „ფორმულას“ Facebook-გვერდზე. კადრებში არ ჩანს, რომ ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ხელზე ემთხვევა.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და რეალობას არ შეესაბამება.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge