გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: რუსეთის არმიამ კიევი ალყაში მოაქცია და რადას 25-მა დეპუტატმა კიევი დატოვა

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1234), პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის არმიამ კიევი ალყაში მოაქცია და უკრაინის უმაღლესი რადას 25-მა დეპუტატმა კიევი დატოვა. სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება.

საგულისხმოა, რომ რუსული არმიის მიერ კიევის ალყაში მოქცევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც რუსულ (Аргументы и факты; TASS; РИА Новости) და არც დასავლურ მედიაში (BBC; CNN; AP) არ იძებნება.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 29 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინის აღმოსავლეთში ორი ქალაქი, პოკროვსკი და კუპიანსკი, ალყაში მოაქციეს, თუმცა უკრაინული მხარე ინფორმაციას უარყოფს.

გარდა ამისა, არც უკრაინულ (1; 2) და არც დასავლურ მედიაში არ იძებნება ინფორმაცია რადას დეპუტატების მიერ კიევის დატოვების შესახებ. საგულისხმოა, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციას, თითქოს დეპუტატები კიევს ტოვებენ, რუსული კრემლისტური გამოცემები ხშირად ავრცელებენ, (1; 2) თუმცა კონკრეტულად მტკიცება, რომ ამჟამად, 2025 წლის ოქტომბერში, 25-მა დეპუტატმა დატოვა კიევი, არც რუსულ მედიაში იძებნება.

ამგვარად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge