გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

ფეისბუქზე ლალი მოროშკინას ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში რადიო „იმედის“ წამყვანის, ლალი მოროშკინას Facebook-პოსტის ფოტოანაბეჭდი ვრცელდება, რომელიც მოროშკინას უხამს სიტყვებს მიაწერს. რეალურად, „მოროშკინას პოდკასტის“ წამყვანს მსგავსი პოსტი არ გამოუქვეყნებია და ფოტოანაბეჭდი ყალბია.

ლალი მოროშკინას პირად Facebook-პროფილზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება. ამავდროულად, როგორც წესი, მოროშკინას განცხადებებს პროსახელისუფლებო თუ კრიტიკული მედიები ხშირად ავრცელებენ, თუმცა ლალი მოროშკინას მსგავსი შინაარსის განცხადება არცერთ მედია საშუალებას გაუვრცელებია.

ამავდროულად, ყალბი ფოტოანაბეჭდის შესახებ პოსტი თავად ლალი მოროშკინამაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ „ბინძური ფეიქი შექმნეს“.

როგორც წესი, როდესაც Facebook-პოსტის ფოტოანაბეჭდში მხოლოდ პროფილის სურათი, სახელი და გვარი და თავად პოსტი ჩანს, დიდი შანსია, რომ ფოტოანაბეჭდი ყალბია. მსგავსი ფოტოანაბეჭდები „ჯეოფაქტსს“ წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3).

ამავდროულად, რედაქტირებულ ფოტოანაბეჭდებს ხშირ შემთხვევაში ხარისხი გაუარესებული აქვთ.

ავთენტური ფოტოანაბეჭდი

ყალბი ფოტოანაბეჭდი

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge