გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული (AI) ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „Pirveli ambebi • პირველი ამბები” ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში ჩანს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც  არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელს  ხელზე ემთხვევა. „ფული ფულო ფულიიი – ერთადერთი საფიქრალი რაც ოლიგარქს აქვს“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში. რეალურად, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული და მითითების გარეშე   შეცდომაში შემყვანია.

 

ვიდეო, რომ AI-ის მიერ არის გენერირებული, მიუთითებს არაბუნებრივად  გლუვი კანი, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალისთვის არის დამახასიათებელი. ასევე, ვიდეოს ბოლო კადრში წარმოდგენილი პირი ბიძინა ივანიშვილს ვიზუალურადაც არ ჰგავს (იხილეთ ფოტო).

ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანსა და საამიროების დელეგაციას 19 სექტემბერს შეხვდა. შეხვედრაზე გადაღებული ფოტოები „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზეა ხელმისაწვდომი. Facebook-გვერდის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს შესაქმნელად გამოყენებული ფოტო სწორედ აღნიშნული პოსტიდან არის აღებული (იხილეთ ფოტო):

 

19 სექტემბრის შეხვედრის კადრები ასევე ხელმისაწვდომია ტელეკომპანია „ფორმულას“ Facebook-გვერდზე. კადრებში არ ჩანს, რომ ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციის წარმომადგენელს ხელზე ემთხვევა.

 

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში აღნიშნული შეხვედრიდან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო წარსულშიც გავრცელდა (იხილეთ „ჯეოფაქტსის სტატია).

ამდენად, გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და რეალობას არ შეესაბამება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge