სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), აქვეყნებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული). ვიდეო ასახავს რუსულენოვან ადამიანს, რომელიც კიევის თავისუფლების მოედანზე რუსეთის დროშას აფრიალებს. პოსტში ანგარიში ამტკიცებს:: „დღეს კიევის ცენტრში რუსეთის სიმბოლიკა აღმართა კარგმა ადამიანმა. დაიწყო გამოფხიზლება…ნელ-ნელა…“ სინამდვილეში, ვიდეო ყალბია და ის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს, Sora-ს საშუალებითაა შექმნილი. ამდენად, მტკიცება, რომ კიევში რუსეთის დროშა ააფრიალეს, მცდარია.

ვიდეო ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაა შექმნილი და ამაზე მასზე დატანილი სამარკო ნიშანი (Watermark) მიუთითებს. უფრო კონკრეტულად, ვიდეოზე ვხედავთ Sora-ს ლოგოს, რომელიც OpenAI-ს (ხელოვნური ინტელექტის ამერიკული ორგანიზაცია) მიერ შექმნილი აპლიკაციაა. მას როგორც ტექსტის, ასევე ფოტოსურათის გამოყენებით შეუძლია რეალისტური ვიდეომასალების შექმნა. სწორედ Sora-ს მიერაა შექმნილი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოც.

ხელოვნური ინტელექტის კვალზე მიანიშნებს სხვა დეტალებიც. მაგალითად, მამაკაცის არაბუნებრივი მოძრაობა და სირბილის მანერა, მათ შორის, დროშის ფრიალის დროს.
დამატებით, მსგავსი ვიდეო არ გავრცელებულა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში.
ამრიგად, ვიდეო რედაქტირებულია და იგი აპლიკაცია Sora-ს დახმარებითაა გენერირებული.







