გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის ყალბი პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ფოტოს, რომელშიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის პოსტის ფოტოანაბეჭდია ასახული. პოსტის მიხედვით, ირმა ინაშვილმა განაცხადა: „საქართველოს მთავრობამ უნდა გაიზიაროს აშშ-ს პოზიცია და მაქსიმალურად გაუფრთხილდეს სტრატეგიულ ურთიერთობებს!.. ჩვენი გზა დასავლეთშია და ჩვენი მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა!.. მივმართავ ირაკლი კობახიძეს: ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა არ დაეძაბოს ქვეყანას!.. ევროპა ჩვენი არჩევანია!.. ჩვენი გზა ევროპაშია!..” რეალურად, ციტატა გაყალბებულია და არ დასტურდება, რომ ირმა ინაშვილმა მსგავსი პოსტი გამოაქვეყნა.

გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ირმა ინაშვილის ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე მსგავსი პოსტი არ გამოუქვეყნებია, მათ შორის – არც 2024 წელს. გავრცელებული ციტატა არ იძებნება არც სხვა სანდო მედიასაშუალებებსა თუ ღია წყაროებში. ამგვარად, გავრცელებული ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.

აღსანიშნავია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ყალბი ციტატა სოციალურ ქსელში  წარსულშიც გავრცელდა (იხ. სტატია).

აღნიშნულ შემთხვევაშიც ფოტოანაბეჭდში ირმა ინაშვილის 2024 წლის 2 ივლისს გამოქვეყნებულ პროფილის სურათს ვხვდებით. ემთხვევა ასევე გამოქვეყნების დრო – 1 საათი და ყალბ პოსტში გამოყენებული ფონტიც.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge