გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ გაყალბებული ქარდი ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში  ქარდს აქვეყნებს, რომელზეც ვკითხულობთ: „ალტ-ინფომ 7 დეკემბერს 20 ათასი ხელოვნური ინტელექტი გენერირებული მოქალაქე გამოიყვანა უპრეცედენტო არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში“.  ფოტოს მარცხენა ზედა კუთხეში ტელეკომპანია „იმედის“ ლოგო ჩანს, რაც  მომხმარებლებს აფიქრებინებს, თითქოს ინფორმაციის გამავრცელებელი სწორედ ეს მედიასაშუალებაა (დაარქივებული ბმული).

 

Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ 7 დეკემბერს თბილისში, პარლამენტის შენობასთან „კონსერვატორებმა საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) საპროტესტო აქცია გამართეს.

ტელეკომპანია „იმედის“ Facebook-გვერდზე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მსგავსი ქარდი არ იძებნება. ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია, რომ „ალტ-ინფომ“ აქციაზე ხელოვნური ინტელექტით გენერირებული 20 ათასი მოქალაქე გამოიყვანა, არც ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულა.

აქციასთან დაკავშირებით 7 დეკემბერს „იმედმა“  ვიდეო გაავრცელა, აღწერით: „ალტ ინფოს” ორგანიზებულ აქციაზე უპრეცედენტო უცხოური ინვესტიციის წინააღმდეგ 1500-მდე რადიკალურად განწყობილი პირი მივიდა. დაჯგუფება აქციას ერთი თვე აორგანიზებდა“.

ქარდზე წარმოდგენილი ფოტო პარტიის „კონსერვატორები საქართველოსთვის“ Facebook-გვერდზე 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

 

ამდენად, ქარდი, რომელზეც ტელეკომპანია „იმედის“  ლოგო ჩანს, რეალურად რედაქტირებულია და ტელეკომპანიას არ ეკუთვნის.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge