გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შემდეგი ციტატა ვრცელდება: „მადურო ძალიან ჭკვიანი კაცია, მან ეგრევე ხელები აწია, არავინ თქვას მასზე ცუდი“. სინამდვილეში, ციტატა სახეცვლილია, რამაც შესაძლოა, სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს (არქივირებული ბმული).

მსგავსი შინაარსის განცხადება, სადაც ტრამპი ამბობს, რომ „მადურომ მაშინვე ხელები აწია“, აშშ-ის პრეზიდენტმა 2026 წლის 5 იანვარს ჟურნალისტებთან თვითმფრინავის ბორტზე გააკეთა, როდესაც ფლორიდიდან ვაშინგტონში მიფრინავდა. სრულ განცხადებაში ტრამპმა ვენესუელას დროებითი ლიდერის, დელსი როდრიგესის შესახებ გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ თუ ის აშშ-სთან არ ითანამშრომლებს, მას წინამორბედზე „უარესი“ ბედი ელოდება: „უბრალოდ ვამბობ, რომ მას, ალბათ, მადუროზე უარესი მდგომარეობა ელოდება. იმიტომ, რომ, იცით, მადურო მაშინვე დანებდა. დანებდა და სწორადაც მოიქცა, მაგრამ დანებდა. ჩვენ, რეალურად, ძალიან ეფექტიანები ვიყავით“. სრულ განცხადებაში ჩანს, რომ სიტყვები „მადურო ჭკვიანი კაცია და მასზე ცუდი არავინ უნდა თქვას“, ტრამპს არ ეკუთვნის და სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატის ნაწილი გამოგონილია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge