გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები მიხეილ ყაველაშვილის ციტატას ავრცელებენ (1; 2; არქივირებული ბმული): „ჩავარდა რადიკალების გოდება არაბიზაციაზე, ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა, რადგან ჩვენ და არაბებს ისტორიულად მოგვდგამს საერთო ფესვები. გავიხსენოთ, იყო არაბეთს როსტევან, მეფე…“. სინამდვილეში, ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.

მსგავსი შინაარსის ციტატა ქართული მედიასაშუალებების ვებგვერდებზე არ იძებნება (1; 2; 3; 4)

ციტატა არც ყაველაშვილის საპრეზიდენტო ვებგვერდზე და სოციალურ ქსელის ოფიციალურ ანგარიშებზე (Facebook; X) გამოქვეყნებულა.

აღნიშნული ციტატა ღია წყაროებში არ იძებნება. ამდენად, გავრცელებული ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge