გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში მაკა ბოჭორიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

Facebook-ანგარიში მაკა ბოჭორიშვილის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ის არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლის გვერდით მოდის და შემდეგ იჩოქებს. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია (არქივირებული ბმული).

რედაქტირებისთვის მაკა ბოჭორიშვილისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის, საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის 2026 წლის 12 იანვრის შეხვედრის ამსახველი კადრებია გამოყენებული.

მათი შეხვედრის ორიგინალი ვიდეო ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ ეთერში გავიდა, თუმცა კადრი, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი  არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლის წინ იჩოქებს, ვიდეოში არ არის.

Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ვიდეოს იდენტური კადრები არც სხვა ღია წყაროში იძებნება. შესაბამისად, ვიდეო რედაქტირებულია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge