გადამოწმებული ფაქტები

ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის და პუტინის ერთობლივი ფოტო ყალბია

მოკლედ საკითხავი

  • სოციალურ ქსელებში ჟურნალისტ გიორგი თარგამაძისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთობლივი ფოტო გავრცელდა;

  • ფოტოს ორიგინალი ვერსია თავად თარგამაძის Facebook-გვერდზეა ხელმისაწვდომი და მასზე არა პუტინი, არამედ ჩინეთის რკინიგზის თანამშრომელი ქალი ჩანს.

 

Facebook (1;2) და TikTok პლატფორმებზე გავრცელდა ფოტო, რომელზეც ქართველი ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩანან  (დაარქივებული ბმული).

ფოტოს ორიგინალი ვერსია გიორგი თარგამაძემ Facebook-გვერდზე 2016 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა (დაარქივებული ბმული). მის გვერდით ქალი დგას, რომლის სამკერდე ნიშანზეც  ჩინეთის რკინიგზის კომპანიის ლოგო და აბრევიატურა (CRH) ჩანს (იხილეთ ფოტო მარცხნივ).

რედაქტირებული ფოტო

ორიგინალი ფოტო

ამდენად, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტო  სწორედ თარგამაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს რედაქტირებით შეიქმნა და  მასში ვლადიმირ პუტინის სახეა ჩასმული.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge