სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ეჩხუბება ქალი მამაკაცს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერი MAGA (Make America Great Again) კეპი ახურავს. პოსტის აღწერის მტკიცებით, ქალმა უარი განაცხადა მამაკაცის გვერდით დაჯდომაზე: „დაეტაკა ადამიანს: მოიშორე ეს MAGA,ანუ ტრამპის მხარდამჭერის კეპიო, არ დავჯდები მე ამის გვერდითო! შენ აქ ყველას შეურაცხყოფო! ბილეთი თუ გაქვს საერთოდო!“, – ვკითხულობთ პოსტში. სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო იუმორისტული სკეტჩია.
აღნიშნული ვიდეო 2025 წლის 13 მაისს გამოაქვეყნა TikTok ანგარიშმა @jamieandblake. ანგარიშს აღწერაში მითითებული აქვს ინფორმაცია, რომ ისინი მსახიობები არიან და გასართობ კონტენტს ქმნიან: „Jamie + Blake! We are Actors and Story tellers who aim to inspire and entertain“ – „ჯეიმი და ბლეიკი! ჩვენ ვართ მსახიობები და ამბის მთხრობელები, რომელთა მიზანიც შთაგონება და გართობაა“.
შესაბამისად, ვიდეო რეალურ შემთხვევას არ აღწერს. ის TikTok ანგარიშის მიერ შექმნილი იუმორისტული სკეტჩია.