გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: პუტინმა ბირთვულ განიარაღებას ხელი მოაწერა

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (123), წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მიზნით, ბირთვულ განიარაღებას მოაწერა ხელი. სინამდვილეში, ეს ინფორმაცია ტყუილია.

საგულისხმოა, რომ ინფორმაცია პუტინის მიერ ბირთვულ განიარაღებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით არც რუსულ და არც დასავლურ მედიაში არ იძებნება.

ცნობისთვის, პუტინმა 2024 წლის 19 ნოემბერს რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა დაამტკიცა. დოკუმენტი აფართოებს ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს და ასეთი შესაძლებლობა განიხილება „კოსმოსური თავდასხმის საშუალებების მასიური გაშვებისა” და მათ მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთის შესახებ „საიმედო ინფორმაციის მიღებისას“.

განახლებული დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაცია „ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ბირთვული სახელმწიფოს მონაწილეობით ან მხარდაჭერით მიმართულ აგრესიას განიხილავს, როგორც მათ ერთობლივ თავდასხმას რუსეთის ფედერაციაზე“.

ამგვარად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პუტინმა ბირთვულ განიარაღებას მოაწერა ხელი, დეზინფორმაციაა.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge