გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

სოციალურ ქსელში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული შეთანხმების კონტექსტში დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია  (ბმული 123), შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „სომხეთი გეგმავს დატოვოს ОДКБ 2026 წელს. აშშ-ში დაპირდნენ სომხეთს და აზერბაიჯანს ნატოში გაწევრიანებას”. სინამდვილეში არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს NATO-ში გაწევრიანებას დაჰპირდნენ (არქივირებული ბმული).

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში შეხვდნენ. მათ ხელი სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით შეთანხმებას მოაწერეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნატოში გაწევრიანების საკითხი შეხვედრაზე განხილული არ ყოფილა. ამასთან, ქვეყნებს შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტში  მსგავსი ინფორმაცია არ ფიგურირებს. 17-მუხლიანი შეთანხმების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარს ამბობენ. ქვეყნები ასევე აცხადებენ, რომ მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური ერთობის დაზიანების მიზნით არ იმოქმედებენ, მსგავს ქმედებებს მხარს არ დაუჭერენ და არ დაგეგმავენ.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის შიდა საქმეებში არ ჩაერევიან და ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობას აღიარებენ და პატივს სცემენ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც პრეზიდენტების გამოსვლის ტექსტებსა და მათ დიალოგებში (ფაშინიანი; ალიევი; ტრამპი) არ გაჟღერებულა.

აგრეთვე, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც, სომხეთს და აზერბაიჯანს აშშ-ში NATO-ში გაწევრიანებას დაჰპირდნენ, არ დასტურდება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge