სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ფოტოს ავრცელებს და მას შემდეგ ციტატას მიაწერს (არქივირებული ბმული): „როცა კლიმაქსი დამეწყება, არავის არ გეტყვით, მაგრამ რაღაც ნიშნები იქნება“. სინამდვილეში, ციტატა ყალბია, მსგავსი შინაარსის განცხადება ჟურნალისტს არ გაუკეთებია.
გავრცელებული ციტატა არც ღია წყაროებში და არც ნინია კაკაბაძის პირად სოციალური მედიის ანგარიშზე არ იძებნება.
აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიში ციტატასთან ერთად ავრცელებს ნინია კაკაბაძის ფოტოს, რომელიც გადაცემა „დღის ამბებიდან“ არის აღებული. არც ამ გადაცემაში, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში 21 აგვისტოს გავიდა, ნინია კაკაბაძე მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ყალბია.