გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო პალესტინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ასახავს

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (123, 4), გაავრცელა ვიდეო (არქივირებული ბმული), სადაც ჩანს კადრები, თუ როგორ იწვის ეკლესია. ანგარიში პოსტს შემდეგნაირად ასათაურებს: „ისრაელის არმიამ პალესტინაში მართმადიდებლური ტაძარში “კამიკაძე დრონით შეუტიეს “ღმერთო უფალო მომეცი გამძლეობა….“. სინამდვილეში, კადრებში რუმინეთში მდებარე ეკლესიის ხანძარი ჩანს.

Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეო, თავდაპირველად Tiktok ანგარიშმა გააზიარა. თავის მხრივ, Tiktok ანგარიშმა ვიდეო 6 სექტემბერ გაავრცელა, რომელსაც რუმინულ ენაზე ასათაურებს. სათაურის თანახმად, ანგარიში საზოგადოებას შემოწირულების გაკეთებისკენ მოუწოდებს, თან ურთავს საბანკო რეკვიზიტებს და დანიშნულებაში ბოტუშის სამრევლოს მიუთითებს.

„ჯეოფაქტსმა“ ხანძრის ამსახველი კადრები ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) საშუალებით მოიძია და დაადგინა, რომ კადრებში რუმინეთის მცირე დასახლება ბოტუშში მდებარე ეკლესია ჩანს. რაც შეეხება ხანძარს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროების მეშვეობით 5 სექტემბერს გავრცელდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის სავარაუდო მიზეზად კი ელექტრობის თერმული ეფექტი დასახელდა.

ამრიგად, მტკიცება, თითქოს პოსტში ნაჩვენებია ისრაელის მიერ ე. წ. „კამიკაძე“ დრონით პალესტინაში დაზიანებული მართლმადიდებლური ტაძარი, ტყუილია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge