გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ ვიდეოს (1, 2) (დაარქივებული ბმული), რომელშიც თითქოს 12 ოქტომბერს ვერის პარკთან გამართული საპროტესტო აქცია-პერფორმანსიდან „საქართველოს ვერ დაატყვევებ“ კადრებია ასახული. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

ვიდეოს დასაწყისში ასახულია კადრი, რომელიც თავდაპირველად “TV პალიტრანიუსის“ Facebook-გვერდზე გავრცელდა.

სწორედ ამ კადრის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები ვიდეოში იწყებენ ცეკვას და სიცილს. სავარაუდოდ, ვიდეოს აღნიშნული ნაწილი ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და ამაზე რამდენიმე დეტალი მიუთითებს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ცეკვის დაწყების შემდეგ მონაწილეების სახეები სრულად იცვლება და აღარ ჰგავს დასაწყისში კადრსა და „პალიტრანიუსის“ ფოტოზე ასახული ადამიანების სახეებს. მაგალითად, თავდაპირველ ფოტოზე წინ მდგომი ადამიანი საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძეა, რედაქტირებულ ვიდეოში ასახული ქალის გამოსახულება კი მისას არ ემთხვევა.

დამატებით, ვიდეოში რამდენიმე წამის შემდეგ სრულად ქრება ის ლითონური ძაფი, ე.წ. „მავთული“, რომელიც ვიდეოს დასაწყისშიც და „პალიტრანიუსის“ ფოტოშიც აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ:

არაბუნებრივია აგრეთვე აქციის მონაწილეებს ერთდროული, სინქრონული სიცილი და ერთნაირი ცეკვის მოძრაობები.

12 ოქტომბრის საპროტესტო აქციიდან არაერთი ვიდეო-კადრი გავრცელდა სხვადასხვა სანდო მედიაში (1, 2, 3), არც ერთ მათგანში აქციის მონაწილეების ცეკვის კადრები არაა ასახული.

ამრიგად, ვიდეო რედაქტირებულია და „პალიტრანიუსის“ ფოტოს ბაზაზე, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge