გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ალექსანდრე ფალავანდიშვილი, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოს ავრცელებს აღწერით: „ზელენსკის სკეტჩი დამტვრეული ველოსიპედით – გიბრუნებთ „უკრაინას“ (არქივირებული ბმული).

ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება, რაც საზოგადოებას მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის, რასაც ვიდეოს ქვემოთ არსებული კომენტარებიც ადასტურებს.

სინამდვილეში, ვიდეო ნაწყვეტია ვოლოდიმირ ზელენსკის იუმორისტული გადაცემიდან „Вечерний Квартал”, რომელიც ეთერში 2009 წლის 31 დეკემბერს გავიდა. ვიდეოს დასაწყისში წამყვანი შესავალს აკეთებს, სადაც ამბობს: „ზუსტად 5 წლის წინ, ამ სცენაზე, ჩვენ გაჩვენეთ არაჩვეულებრივი ნომერი, როდესაც ვიქტორ ანდრეევიჩმა უკრაინა შეიძინა. ვისაც არ გახსოვთ, ყურადღებით ეკრანზე“ ამ დროს ეკრანზე ჩნდება 2005 წლის სკეტჩის ნაწყვეტი, სადაც ზელენსკი ახალი ველოსიპედით შემოდის და ამბობს: „გამარჯობა, აი, შევიძინე უკრაინა“. ამის შემდეგ წამყვანი აგრძელებს: „ბევრი დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, მოკლედ, შეხვდით, ვიქტორ ანდრეევიჩი იმავე შენაძენით“.

ორივე სკეტჩში ზელენსკი უკრაინის მესამე პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს პაროდიას აკეთებს. ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას 2005 წლის 23 იანვრიდან 2010 წლის 25 თებერვლამდე იკავებდა, შესაბამისად, ზელენსკის ორივე სკეტჩში მისი პრეზიდენტობის დასაწყისისა და დასასრულის სატირული შეფასებაა გადმოცემული.

ამგვარად, სკეტჩი 2009 წელს გამოქვეყნდა და სრულ ვერსიაში ჩანს, რომ მასში ვიქტორ იუშჩენკოს პაროდიაა ნაჩვენები. სკეტჩის ზელენსკის პრეზიდენტობასთან გაიგივება მცდარია, ვინაიდან ის არა ზელენსკის, არამედ იუშჩენკოს პრეზიდენტობის იუმორისტულ შეფასებას წარმოადგენს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge