გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში დავით აქუბარდიას გადაცემის რედაქტირებული აუდიო ვრცელდება

სოციალურ ქსელ TikTok-სა და  Facebook-ზე ვრცელდება ვიდეო (დაარქივებული ბმული), რომელშიც ტელეკომპანია „კავკასიაზე“ დავით აქუბარდიას საავტორო გადაცემიდან „სპექტრი“ მონაკვეთია ასახული. ვიდეოში წამყვანისა და რესპონდენტის, კახა გოგიძის საუბრის პარალელურად უხამსი სიტყვები და გინების ხმები ისმის, რის გამოც აქუბარდია სტუდიაში მყოფ პირს ანიშნებს, რომ გაჩუმდეს. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და რეალურ ინტერვიუში გინების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

დავით აქუბარდიას საავტორო გადაცემა „ტელეკომპანია კავკასიის“ ეთერში 2025 წლის 24 ოქტომბერს გავიდა. გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში სტუმრად მსახიობი კახა გოგიძეა მოწვეული, რომელთანაც დავით აქუბარდია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავს.

სრული ინტერვიუს YouTube-ვიდეოს 3:36-ე წუთზე ასახულია სწორედ ის მონაკვეთი, რომელიც სოციალურ ქსელებში რედაქტირებული სახით გავრცელდა. კერძოდ, ამ მონაკვეთში აქუბარდია ამბობს: „ფაქტიურად ხელოვანმა ხალხმა და თქვენმა ახალგაზრდობამ წამოიწყო ეს [პროტესტი]. ფაქტიურად მასობრივი პროტესტი თქვენ დაიწყეთ და გრძელდება აგერ, სამას… აღარ მახსოვს, მგონი 330-ე თუ 325-ე დღე არის უკვე. ფაქტიურად ჩვენ უკვე მოგებული გვაქვს ბრძოლა, არ შევეგუეთ ძალადობას. აი, ახლა მე…“. ამ მომენტში სტუდიიდან ისმის რეპლიკა: „ერთი წელია, რა…“. სწორედ ამ რეპლიკის გამო აჩუმებს აქუბარდია სტუდიაში მყოფ ადამიანს. შესაბამისად, გადაცემის რეალურ ჩანაწერში აქუბარდიასა და გოგიძის საუბრის პარალელურად არა გინება, არამედ რელევანტური – პროტესტის ხანგრძლივობის შესახებ რეპლიკა ისმის.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge