გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „კედლის მიღმა“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია, პოსტს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული) და ირაკლი კობახიძეს შემდეგ ციტატას მიაწერს: „არაბულ ქალაქებს აუცილებლად სჭირდებათ მეჩეთები, რათა მუსლიმებმა შეძლონ ალლაჰის დიდება“. სინამდვილეში, ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება. ამავდროულად, პოსტს თან ახლავს ხელოვნური ინტელექტის მიერ (AI) გენერირებული ფოტოც, რომელშიც ირაკლი კობახიძეს არაბული სამოსი აცვია.

ირაკლი კობახიძის ციტატა ყალბია, ის არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ  გავრცელებულა. ასევე, მსგავსი განცხადება ირაკლი კობახიძის არც ოფიციალურ Facebook-გვერდზე და და X-ანგარიშზე გვხვდება.

არაბულ ინვესტიციებზე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან 31 ოქტომბერს ისაუბრა (იხილეთ ბმულზე 16:30 წთ-დან), თუმცა მას მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. ასევე, კობახიძემ არაბულ ინვესტიციებზე არაბული დეველოპერი კომპანიის Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე ისაუბრა, მსგავსი რამ არც კომპანიის გახსნაზე უთქვამს.

აღსანიშნავია, ისიც, რომ პოსტში წარმოდგენილი ფოტო  ხელოვნური ინტელექტის მიერ (AI) არის გენერირებული. ამ ფაქტზე მიუთითებს ფოტოზე კობახიძის არაბუნებრივად  გლუვი კანი, რაც ზოგადად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოებისთვის არის დამახასიათებელი. ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს Undetectable.ai-ის მიხედვით, ფოტო 99%-იანი ალბათობით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის კვალს. აგრეთვე, ღია წყაროებში არ იძებნება ფოტო, რომელშიც ირაკლი კობახიძეს არაბული სამოსი აცვია.

ამგვარად, გავრცელებული ციტატა ყალბია. ხოლო, პოსტში წარმოდგენილი ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულის საამიროების ერთ-ერთ მსხვილი ჰოლდინგის Emaar-ის ჯგუფში შემავალი კომპანია Eagle Hills თბილისსა და გონიოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge