გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: 2000-მა უკრაინელმა სამხედრომ იარაღი დაყარა

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1234), პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის 2000-მა  სამხედრომ იარაღი დაყარა (დაარქივებული ბმული). სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება.

საგულისხმოა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ იარაღის დაყრის შესახებ ინფორმაცია  არც რუსულ (Аргументы и фактыTASSРИА Новости), დასავლურ  (BBCCNNAP) და უკრაინული მედიებში (12) არ იძებნება. 

მსგავსი ინფორმაცია პრორუსული Facebook-ანგარიშის მიერ მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გავრცელდა. ანგარიში პოსტში, რომელსაც რუსი ჯარისკაცებით გარშემორტყმული უკრაინელი სამხედროების ფოტოს ურთავს, წერს: „ოდესაში 30 000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა იარაღი ჩააბარა და რუს ჯარისკაცებს ჩაბარდა“.

პოსტში წარმოდგენილი  ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოდან არის აღებული (დაარქივებული ბმული). ვიდეო მიმდინარე კვირაში ფართოდ გავრცელდა და მას ფრანგული საინფორმაციო რადიოსადგური RFI გამოეხმაურა. ვიდეოზე შესამჩნევია წყაროს, ამ შემთხვევაში Sora-ს ნიშანი (Watermark), რომლითაც კადრები იქნა გენერირებული. ასევე, ვიდეო ათი წამის სიგრძისაა, რაც ამჟამად Sora 2-ის მიერ გენერირებული ვიდეოების სტანდარტული ხანგრძლივობაა. Sora 2 OpenAI-ს (ხელოვნური ინტელექტის ამერიკული ორგანიზაცია) მიერ შექმნილი აპლიკაციაა. აპლიკაციას როგორც ტექსტის ასევე, ფოტოსურათის გამოყენებით შეუძლია, რეალისტური ვიდეომასალების შექმნა.

 

ამგვარად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge