სოციალურ ქსელში Facebook ანგარიში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც იურისტი ეკა ბესელია ჩანს. წამყვანის კითხვაზე „პორნოგრაფიას როდის უყურეთ პირველად?“, ბესელია პასუხობს: „ეგ არ მახსოვს“, შემდეგ ჟურნალისტი ამბობს: „ბოლოს?“, რაზეც ბესელია პასუხობს: „ბოლო პერიოდში ვუყურებ, ისიც გვიან, ვახვევ ხოლმე და…“ სინამდვილეში ვიდეო რედაქტირებულია.

ვიდეო ნაწყვეტია გადაცემიდან „მძიმე კაცთან“, რომელიც YouTube-ზე 2019 წლის 9 მარტს გამოქვეყნდა. ჟურნალისტის კითხვაზე [8:56-დან] „პორნოგრაფიას როდის უყურეთ პირველად?“, ბესელია პასუხობს: „ეგ არ მახსოვს“, ჟურნალისტი კიდევ ეკითხება: „ბოლოს?“, რაზეც ეკა ბესელიას პასუხი შემდეგია: „ბოლოს ძალიან დიდი ხანია, მე მხოლოდ ბოლო პერიოდში ვუყურებ, ისიც გვიან ღამე, საინფორმაციო გამოშვებებს, ისიც ვახვევ ხოლმე და პოლიტიკურ თოქ-შოუებს, სხვა, პრაქტიკულად, ფილმიც არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე, იმიტომ, რომ მთელი ეს ჩემი დარჩენილი დრო, რაც შემიძლია, რომ სატელევიზიო სივრცეს მივუძღვნა, ეს არის მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები“.
ამგვარად, ბესელია კომენტარით, რომ ღამით გვიან, გადახვევით უყურებს, არა პორნოგრაფიაზე, არამედ საინფორმაციო გამოშვებებზე საუბრობდა.







