გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში „მთავარის“ ლოგოთი ყალბი საინფორმაციო ბარათი ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ფოტო (1, 2, 3) (დაარქივებული ბმული 1, 2, 3), რომელშიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ალეკო ელისაშვილის დაკავების შესახებ საინფორმაციო ბარათია ასახული. ფოტოს თან ერთვის აღწერა: „ალეკო ელისაშვილი პუტინის პირადი პატიმარია“, ბარათი კი ონლაინ მედია „მთავარის“ ლოგოთი ვრცელდება. სინამდვილეში, საინფორმაციო ბარათი ყალბია და „მთავარს“ მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

29 ოქტომბერს „მთავარმა“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა (დაარქივებული ბმული) ფოტო-პოსტი ინფორმაციით, რომ „ალეკო ელისაშვილი დააკავეს“. აღნიშნულ საინფორმაციო ბარათზე ალეკო ელისაშვილის სწორედ ის ფოტოა დატანილი, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით სოციალურ ქსელში ყალბი ბარათები გავრცელდა.

Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებულ ბარათებზე დატანილი აღწერა არ გავრცელებულა არც ერთ ღია წყაროსა თუ „მთავარის“ სოციალური მედიის გვერდებზე (1, 2). მათ სიყალბეზე მიუთითებს ვიზუალური მახასიათებლებიც. კერძოდ, „მთავარის“ საინფორმაციო ბარათსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბარათზე წარწერა სხვადასხვა ფონტითაა დატანილი.

აღსანიშნავია, რომ „მთავარის“ საინფორმაციო ბარათზე ყალბი წარწერით ფოტო თავდაპირველად ერთ-ერთმა Facebook-ანგარიშმა გამოაქვეყნა (დაარქივებული ბმული). მანვე პოსტის აღწერაში მიუთითა, რომ პოსტის შინაარსი სატირულია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge