გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

ბოლო ორ წელში აჭარაში სახელისუფლებო ორგანოებმა და უწყებებმა 86 ახალი ავტომობილი შეიძინეს

სახელმწიფო უწყებები, ყოველი წლის ბოლოს, მილიონობით ლარის ღირებულების მსუბუქ ავტომობილს ყიდულობენ, რაც უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა. იგივე ტენდენცია შეინიშნება აჭარის ა/რ რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ორგანოების შემთხვევაშიც. მაგალითად, „ფაქტ-მეტრის“ მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, აჭარაში, 2019 წლიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, რესპუბლიკური თუ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო სახსრებით, ორმოცდაერთი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, პიკაპებისა და ჯიპების, შესყიდვა 2 356 959 ლარით დაფინანსდა.

Geofact-მა გადაწყვიტა, გაგაცნოთ, რამდენი ახალი ავტომობილი დაემატა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის, უმაღლესი საბჭოს, სამინისტროების, მათი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და აჭარის მუნიციპალიტეტების ბალანსზე არსებულ მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს 2023-2025 წლებში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოთხ ავტომობილზე, რომლებიც ამ წელს შეიძინა, Geofacts-მა უკვე დაწერა. 218 000-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმებულია „სენა ავტოსთან“, რომელმაც შემსყიდველს II კლასის მაღალი გამავლობის ოთხი ახალი მსუბუქი ავტომობილი უნდა მიაწოდოს. რაც შეეხება 2023-2025 წლის შესყიდვებს, დეტალური ინფორმაცია მოცემულია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1. აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის, უმაღლესი საბჭოს, სამინისტროების, მათი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და აჭარის მუნიციპალიტეტების მიერ 2023-2025 წლებში შესყიდული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა და ღირებულება (ლ)

შემსყიდველი ავტოსატრანსპორტო
საშუალება
რაოდენობა ჯამური
ღირებულება, ლ
შეძენის
წელი
შენიშვნა
აჭარის უმაღლესი საბჭო Kia Sportage 5 327 000 2023 CON220000629-00038
CHERY TIGGO 7 4 218 000 2025 NAT250018183
აჭარის მთავრობის აპარატი Kia Sportage 2 130 800 2023 CON220000629-00021
მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანა 3 258 660 2025 შერჩევა-შეფასება
Skoda Kodiaq 1 118 125 2025 NAT250010525
აჭარის ფინანსთა და
ეკონომიკის სამინისტრო
KIA SPORTAGE 1 65 400 2023 CON220000629-00060
KIA SPORTAGE 2 130 800 2023 CON220000629-00005
აჭარის ტურიზმისა და
კურორტების დეპარტამენტი
Kia Sportage 1 65 400 2023 CON220000629-00006
აჭარის საავტომობილო
გზების დეპარტამენტი
MITSUBISHI 6 415 998 2025 NAT250016309
Mitsubishi L200 3 184 038 2023 CON220000418-00042
აჭარის ჯანდაცვის
სამინისტრო
Kia Sportage 2 130 800 2023 CON220000629-00034
აჭარის განათლების
სამინისტრო
Kia Seltos 1 68 272 2023 CON220000632-00001
Mitsubishi L 200 1 61 346 2023 CON220000418-00034
აჭარის სპორტის
დეპარტამენტი
MITSUBISH L 1 61 346 2023 CON220000418-00068
აჭარის ახალგაზრდობის
რეგიონული ცენტრი
FIAT DUCATO (მიკროავტობუსი) 1 130 000 2023 NAT230010607
აჭარის კულტურის
სამინისტრო
შერჩევა-შეფასება 3 241 695 2025 NAT250020904
Hyundai 1 66 220 2025 NAT250017002
აჭარის სოფლის მეურნეობის
სამინისტრო
CHERY TIGGO 7 2 102 402 2025 NAT250014300
CHERY TIGGO 7 3 151 230 2023 NAT250014299
Kia Sportage 1 65 400 2023 CON220000629-00013
Kia Sportage 1 65 400 2023 CON220000629-00004
Renault Duster 2 108 000 2023 CON220000630-00001
აჭარის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
სამმართველო
CHERY TIGGO 7

 

1 51 201 2025 NAT250014293
აგროსერვის ცენტრი MITSUBISH ECLIPSE CROSS 1 50 572 2025 NAT250014684
ბათუმის მერია FIAT TIPO 1.6 P 3 115 416 2023 CON220000425-00063
FIAT TIPO 1.6 P 2 76 944 2023 CON220000425-00061
ბათუმის რესურსცენტრი Renault duster 1 58 500 2023 NAT230022818
ბათუმის კულტურის ცენტრი Hyundai Elantra 1 41 850 2023 CON220000408-00016
ბათუმის საბავშვო ბაღების
გაერთიანება
KIA Niro 1 72 100 2024 NAT240014915
ბათუმის დრამატული
თეატრი
FIAT DUCATO (მიკროავტობუსი) 1 124 650 2023 NAT230008375
 ბათუმის გამწვანებისა და
ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური
FIAT DUCATO (მიკროავტობუსი) 1 129 900 2023 NAT230008341
ქობულეთის
მუნიციპალიტეტი
FIAT TIPO 1.6 P 3 115 416 2023 CON220000425-00076
Renault duster 2 108 000 2023 CON220000630-00073
ხულოს მუნიციპალიტეტი Kia Seltos 1 68 272 2023 CON220000632-00032
Renault Duster 1 54 000 2023 CON220000630-00031
Mitsubishi L200 1 61 346 2023 CON220000418-00032
ხულოს საბავშვო ბაღების
გაერთიანება
Mitsubishi L200 1 61 346 2023 CON220000418-00053
ხულოს რესურსცენტრი CHERY TIGGO 7 1 53 370 2025 NAT250018749
ქედის რესურსცენტრი MITSUBISH ECLIPSE CROSS 1 54 885 2025 NAT250018696
ქედის მუნიციპალიტეტი Renault Duster 3 162 000 2023 CON220000630-00049
Kia Sportage 1 65 400 2023 CON220000629-00017
ქედის ბაგა-ბაღების
გაერთიანება
Renault Duster 1 54 000 2023 CON220000630-00065
ქედის სასპორტო სკოლა MITSUBISH L200 1 61 346 2023 CON220000418-00079
ქედის კულტურის ცენტრი Renault Duster 1 54 000 2023 CON220000630-00053
შუახევის მუნიციპალიტეტი Renault Duster 2 108 000 2023 CON220000630-00033
Kia Seltos 1 68 272 2023 CON220000632-00009
ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტი
Renault Duster 5 270 000 2023 CON220000630-00018
ხელვაჩაურის რესურსცენტრი CHERY TIGGO 7 1 56 000 2025 NAT250016318

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

შენიშვნა: რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმებულია 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, ავტომობილები მიწოდებულია 2023 წელს.

ცხრილში შეტანილია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე მოძიებული შესყიდვები, რომლებიც განხორციელდა ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერებით. Geofacts-ის დათვლით, 2023 წლიდან მიმდინარე პერიოდის (2025 წლის 3 დეკემბერი) ჩათვლით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის აპარატმა, სამინისტროებმა და სამინისტროების საქვეუწყებო ორგანიზაციებმა, ჯამში, 3 268 100 ლარის ღირებულების პიკაპები, სხვა II და III კლასის ავტომანქანები და რამდენიმე მიკროავტობუსი შეიძინეს. უმაღლესმა საბჭომ და მთავრობის აპარატმა, თითოეულმა, 500 000 ლარზე მეტი ღირებულების ახალი ავტომობილი იყიდა (აქედან ერთი შესყიდვა შერჩევა-შეფასების ეტაპზეა). ორივე მათგანის ავტოპარკს წელს 4-4 ახალი ავტომობილი დაემატა.

საინტერესო გარემოებაა, რომ 118 125-ლარიანი Skoda Kodiaq-ი აჭარის მთავრობის აპარატმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, „ქართული ოცნების“ მიერ მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილის დანიშვნიდან ორ თვეში, ჩაიბარა.

საანგარიშო პერიოდში, ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეისყიდეს მუნიციპალიტეტების მერიებმა და მუნიციპალურმა ორგანიზაციებმა. დაფინანსების წყარო, უმეტესად, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს ბიუჯეტია, თუმცა რამდენიმე შესყიდვა, მაგალითად, რესურსცენტრებისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ასევე – ბათუმის დრამატული თეატრისთვის მიკროავტობუსის შეძენა, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან  დაფინანსდა. ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიებისა და ამ მუნიციპალიტეტებში მოქმედი ორგანიზაციებისთვის შესყიდული ავტომანქანების ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარს აჭარბებს.

2023 წლიდან 2025 წლის ნოემბრის ბოლომდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან, ავტოსატრანსპორტო (აქ არ იგულისხმება სპეციალური ტექნიკა) საშუალებებისთვის გახარჯულია 5 მლნ 400 ათას ლარამდე (შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, შესყიდვის ობიექტი მიწოდებულია 2023 წელს). საუბარია, ჯამში, 86 ავტომობილზე, რომლებიც ამ ორგანოებმა, უწყებებმა და ორგანიზაციებმა სამ წელიწადში შეიძინეს. გარდა ამისა, თითოეული ორგანოსა თუ უწყების ბალანსზე ათობით ავტომობილია, რომლებიც შესყიდულია (ან გადაცემული) 2023 წლამდე. აღნიშნული ავტომობილების საწვავის, ტექნიკური მომსახურების, დაზღვევის, რეცხვისა და სხვა საჭიროებებისთვის, დამატებით, მილიონობით ლარი იხარჯება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge