Facebook-ზე „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას პოსტი ვრცელდება, რომელშიც თითქოს ის რუს ქალებს აქებს, ხოლო ქართველ ქალებს შეურაცხყოფას აყენებს. სინამდვილეში, არ დასტურდება, რომ პოლიტიკოსის მიერ მსგავსი პოსტი გამოქვეყნდა (არქივირებული ბმული).

გავრცელებულ ფოტოზე აღნიშნულია, რომ პოსტი 2 საათის წინაა გამოქვეყნებული, თუმცა იაგო ხვიჩიას არც ერთ Facebook-ანგარიშზე მსგავსი პოსტი არ იძებნება.
Facebook-ზე პოლიტიკოსს ორი ანგარიში აქვს, ერთი პერსონალური, რომელზეც უფრო აქტიურად წერს და მეორე, რომელზეც პოლიტიკოსი 2024 წლის თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში საარჩევნო მასალებს აქვეყნებდა.


სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტზე, სავარაუდოდ, მისი პერსონალური ანგარიშის ავატარია მოცემული. თუმცა აღნიშნულ Facebook-გვერდზე მსგავსი პოსტი არ იძებნება. ბოლო პოსტი 2026 წლის 12 იანვარს გამოქვეყნებული Facebook-ლაივია, სადაც, აღწერის მიხედვით, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებს და გეგმებს განიხილავენ. პოლიტიკოსის მეორე გვერდზე ბოლო პოსტი 2026 წლის 8 იანვარსაა გამოქვეყნებული.
იაგო ხვიჩიას მიერ მსგავსი პოსტის გამოქვეყნებაზე არც სანდო მედია წერს.
ამგვარად, პოსტის ნამდვილობა არ დასტურდება.







