გადამოწმებული ფაქტები სატირა

სოციალურ ქსელში საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკას“ სატირული შინაარსის ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც თითქოს ნაწყვეტია ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება ქრონიკადან. ვიდეოში ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ჩანს, რომელიც ამბობს: “პარლამენტი გაზაფხულის სესიაზე კიდევ ერთ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას, ეს კანონი შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც დედა ან ცოლი ჰყავთ ემიგრაციაში. კანონის მიხედვით, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ანუ ხარივით ჯანმრთელ მამაკაცებს, რომლებიც მხართეძოზე არიან წამოწოლილი, არ მუშაობენ, გზავნილებზე წვდომა შეეზღუდებათ, ასევე ჩამოერთმევათ პირადი ავტომობილი, აიფონ 19 და ლუდზე შეზღუდვა. სინამდვილეში, ვიდეო ნამდვილი არ არის. (არქივირებული ბმული)

თუ ვიდეოს კარგად დავაკვირდებით, აშკარაა, რომ ხმოვანი ტექსტი და ჟურნალისტის ტუჩების მოძრაობა ერთმანეთის არ ემთხვევა. გარდა ამისა იმედის ახალი ამბების ვებგვერდზე, სადაც ქრონიკის” ეთერში გასული სიახლეები წერილობით ქვეყნდება, მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. ზემოაღნიშნული კანონის შესახებ არც სხვა ქართული მედიები წერენ. (1; 2; 3). ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ, რომელსაც გავრცელებულ ვიდეოს მიხედვით, პარლამენტი გაზაფხულზე განიხილავს, არ იძებნება არც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.  

ამგვარად, ვიდეო ნამდვილი არ არის და ის სატირულ შინაარსს ატარებს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge